პალეონტოლოგია

არქეოლოგიის მიმართულებებიდან ყველაზე მეტად პალეონტოლოგია მომწონს,ამიტომ გადავწყვიტე ინფორმაცია ამის შესახებ მომეძებნა.ინტერნეტის მეშვეობით ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვიძიე.მოძიებულმა ინფორმაციამ დამაინტერესა და დიდი სურვილი გამიჩნდა,რომ ზაფხულის არდადეგებზე მივიღე მონაწილეობა რომელიმე არწეოლოგიურ ექსპედიციაში.
პალეონტოლოგია (ბერძ. Palacios ძველი, on არსება და logos მოძღვრება)-მეცნიერება ნამარხი ორგანიზმების შესახებ. დედამიწის სხვადასხვა ფენებში ნაპოვნ ორგანიზმთა ნაშთების მიხედვით შეიძლება მსჯელობა მათი აგებულებისა და, ნაწილობრივ,მათი ცხოველთმოქმედებისა და ცხოვრების, აგრეთვე დედამიწის იმ პერიოდის შესახებ,როდესაც ეს ორგანიზმები ცხოვობდნენ დედამიწაზე,მათ გავრცელებაზე დარაცმთავარია,ერთმანეთსშორისდათანამედროვეცოცხალორგანიზმებთანმათიგენეტიკურიკავშირისშესახებ.
   მეცნიერებმა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს.დაცულ იტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,აღმოჩენილი მასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციის მიერ სამედიცინო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.
   ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე-დათვის ხევსადა და პანტიშარას ხეობაში და ჭაჭუნას აღკვეთილში-ბურდოს მთის და ჭაჭუნას ველის ტერიტორიებზე ექსპედიციის შედეგად მეცნიერებმა 3-1,8 მლნ წლის ხორთმიანის (მამონტისმაგვარი არსება),სავარაუდოდ მამონტის (mammutidae), 12-5 მლნ. წლის ხმელთაშუაზღვის კუს, თანამედროვე შვილის წინაპრის ნამარხი ანტილოპას, ჰიპარიონის-ცხენის სამთითა წინაპრის,გარეული ღორის წინაპრის და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს.
    1966 წელს დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, მის ცენტრალურ ნაწილში ე.წ მესამე უბანში ერთ-ერთი შენობის ნანგრევების გათხრისას შენობის ნაწილში გამოიკვეთა დიდი ორმო 3.5 მ სიღრმის,ჩაჭრილ იშუა საუკუნეების მცხოვრებთა მიერ. ორმოში აღმოჩნდა სპილოს ფეხის ძვლის ფრაგმენტი. 3 მ2ფართობის გათხრის შედეგად აღმოჩნდა უძველესი ადამიანის ძვლოვანი ნაშთი, ქვედა ყბა კბილებით. აღმოჩენილია ჰომოერექტუსით კიდევ 3 ქვედა ყბა და 3 თავსი ქალა, ჰომინიდების 50-მდე პოსტკრანიალური ძვლები(მალები,ნეკნები,ტერფის ძვლები და ცალკე იზოლირებული კბილები.)
   დმანისში მიკვლეული უძველესიჰომინიდის ძვლოვანი მასალის შესწავლის შედეგად შესაძლებელი ზდება უძველესი ახალი სახეობის Homo georgicus-ის გამოყოფა.
     მარტვილში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა პალეოლითის ე.წ. აშელის პერიოდის ნივთები. ეს ღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოში აშელის ძეგლები იშვიათად გვხვდება.
    აშელი ეწოდება არქეოლოგიურ ინდუსტრიას, რომელიც მიეკუთვნება ადრეულ ადამიანებს, ძირითადად ჰომო ერექტუსებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვედა პალეოლითის ეპოქაში.აშელის ქრონოლოგია 1 მლნ წლის წინ იწყება და მთავრდება დახლოებით 100 000 წლის წინ,თუმცა,სხვადასხვა რეგიონში ეს ეპოქა სხვადასხვა პერიოდს მოიცავს.ის გავრცელდა აფრიკიდან ჩრდილოეთით, დასავლეთ აზიასა და ევროპაში.აშელისთვის დამახასიათებელია ქვის უხეშად დამუშავება. ამ ეპოქას მიეკუთვნება ისეთ ტექნოლოგია,როგორიცაა კლექტონიდა,რომელიც ხასიათდება მასიური,გლუვ დარტყმის მოედნიანი ანატკეცებითა და ნამზადებით. ამას გარდა,ამავე ეპოქაში იღებს სათავეს ქვის ისეთი დახვეწილი ტექნიკა,როგორიცაა ლევალუა.ეს ტექნოლოგია გულისხმობს ნუკლეუსზე წინასწარ განზრახული ფორმის დამუშავებას და მიღებას სპეციალური მეთოდებით. აშელის ეპოქაში გავრცელდა ისეთ იარაღების დამზადების ტექნოლოგია,როგორიცაა ორმხრივი დამუშავებული იარაღი, ბიფასები, კლივერები და სხვა. ხელცული უნივცერსალური იარაღი,რომელიც გამოიყენებოდა მრავალი მიზნით, საჩეხად ხის,ტყავის საჭრელად და სხვა.

ანა ბექაური