მართალია მე არ
ვყოფილვარ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში თუმცა, თანაკლასელების გადმოცემით მე ძალიან
დამაინტერესა და მოვიძიე ინფორმაცია ნოქალაქევზე, და გამიჩნდა სურვილი რომ ვესტუმრო საქართველოს სახელმწიფო
მუზეუმს უახლოეს მომავალში .
ნოქალაქევი -
ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლოსი ( სიტყვასიტყვით
ძვ.ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი ,,ნოქალაქევი“- ნაქალაქევი ) . ნოქალაქევი
ქართული წყაროების ციხე-გოჯი.
ისტორიული ციხე-ქალაქი
დასავლეთ საქართველოში, ამჟამად სოფელი ნაქალაქევი და არქეოლოგიური მიდამოა სენაკის
მუნიციპალიტეტში, სამეგრელო მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ ნოქალაქევის
ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი
მოიპარეს.
ამ ადგილას უწინ
მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი მდებარეობდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას
მოიხსენიებდნენ როგორც არქეოპოლისს , თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს
(ქუჯის ციხე) უწოდებენ. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა
ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპიროვებული იყო სტრატეგიული
მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით. ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს
(ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. ბიზანტიასა და სპარსეთის იმპერიებს შორის
ლაზური ომები (542-562) სწორედ ამ ქალაქის მიდამოებში განხორციელდა. ომის დროს სპარსელებმა
ციხეგოჯზე იერიში სამჯერ მიიტანეს და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება (554), თუმცა
ქალაქი მცირე ხანში ისევ ჩაუვარდა ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა
მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. გამუდმებული ნგრევისა
და გაპარტახების შედეგად ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა ხელმეორე
აყვავება (შედარებით) ჰპოვა მე-16 საუკუნეში, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი
სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.
ლანა თოფურია