ჩვენ ვიყავით საქართველოს
სახელმწიფო მუზეუმში სადაც ვნახეთ ვანში
აღმოჩენილი განძი რომელმაც
დიდი აღრფთოვანება გამოიწვია ჩვენში.
ვანი-ქალაქი საქართველოში,ვანის რაიონის ადმინისტრაციული
ცენტი.მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას.ანტიკურ
ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნისვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას
მიაღწია ძვ.წ.III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატიური გათხრები. ვანში
ქალაქური დასახლების ტიპის დასახლება განვითარდა
იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული
ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა,ბაგინეთი, ინაშაური, სულორი ,ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე
მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის
ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით
უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ.წ.VIII-VI საუკუნეეით თარიღდება და კერამ. ფრაგმენტებითაა
წარმოდგენილი. ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა: ძვ.წ.VI-IVსს.
და ძვ.წ.III საუკუნეების დასაწყისი - ძ.წ.I საუკუნეების შუა წლები. პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტოდა საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან
დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებით მორთული
დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულ გამოსახულებიანი
სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა) აგრეთვე ვერცხლის
სამკაული, ბრინჯაოს და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული
თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი)
მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან..იმ
დროს (ძვ.წ.VI-IVსს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული
ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი
ზედაფენის რეზიდენციას. ძვ.წ.III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი
ქალაქის ისტორიაში.იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს
განეკუთვნება
გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ.წ.III
საუკუნის გავლენის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი
ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა
საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმეტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების
ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, დეკორატული და მცირე ზომის ქანდაკებანი
და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა.ძველი ქალაქი განადგურდა ძვ.წ.I
საუკუნის შუა წლებში.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი
1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს
ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. 1985 წლის 25 სექტემბერს მუზეუმის გახსნა დაემთხვა
შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც
ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკა, სარესტავრაციო
და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიზის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც
მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის
დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა.
ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის
საუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა
ოქროს ფონდი რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან.ვანის არქეოლოგიური
მუზეუმის სტაციონალური ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების
პერიოდს ძვ.წ.VIIIს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს
ქანდაკებები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა).
ლანა გვეტაძე