როდესაც ჩემს კლასელებთან ერთად ისტორიულ მუზეუმში წავედი
და თრიალეთში აღმოჩენილი ნივთები ვნახე, აღფრთოვანებული ვიყავი მათი სილამაზით და ჩვენი
წინაპრების ასეთი არაჩვეულებრივი ხელობით. ამიტომაც გადავწყვიტე ეს თემა მიმეძღვნა
თრიალეთის კულტურას.
თრიალეთი - წალკის რაიონში, ჭოჭიანის პლატოზე, მდინარე
ხრამის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. 1936-1940, 1947-1948 წლებში ჩატარებული გათხრების
შედეგად გამოვლინდა თრიალეთის კულტურა, რომელიც ბრინჯაოს ეპოქას განეკუთვნება. თრიალეთის
კულტურის ძეგლებად მოიაზრება უმთავრესად ყორღანული სამარხები. მათი ნაწილი ადრებრინჯაოს
ხანის დასასრულით - ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი შუაბრინჯაოს ეპოქით
- ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები
ტომთა ბელადებსა და არისტოკრატიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა.
ყორღანებში უამრავი ძვირფასი
ნივთია აღმოჩენილი, რომელთა შორისაა საიუველირო ხელოვნების მაღალი დონის მაჩვენებელი
სამკაულები: გომბეშოს გამოსახულებიანი ოქროს ყელსაბამი, რკალგახსნილი ბეჭდები, მათ
ფარაკებზე ფანტასტიკური ცხოვლების გამოსახულებებით და სხვა. ეს იმაზე მიგვანიშნებს,
რომ ძვ.წ III ათასწლეულის მეორე ნახევრის იქაური ოქრომჭედლები უკვე
ფლობდნენ ლითონის დამუშავების უმთავრეს ხერხებს - ჭედვას, ჩამოსხმას და რჩილვას. ამ
თვალსაზრისით გამორჩეულია ოქროს პატარა ლომის ქანდაკება და ოქროს თასი.
მარიშა ბუდნიკოვა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თრიალეთი – ეს არის ბრინჯაოს
ხანის კულტურა, რომლის
გავრცელების არეალი თრიალეთი
და მისი მეზობელი
რაიონები იყო. არქეოლოგიური
გათხრები ჩატარდა 1936-1940
წლებში. თრიალეთის კულტურის
ძეგლად ითვლება უმთავრესად
ყორღანული სამარხების კულტურა.
მათი ნაწილი ადრე ბრინჯაოს ხანის დასასრულით
- ძვ.წ. III ათასწლეულების ბოლო საუკუნეებით თარიღდება,
ნაწილი კი შუა ბრინჯაოს ხანით - ძვ.წ. II ათასწლელების პირველი
ნახევრით. გორასამარხის ტიპებია: ორმოიანი, აკლდამიანი და კლდეში ჩაჭრილი
კამერიანი. მათ ფარავდნენ
მიწაყრილით, ქვაყრილით ან ქვამიწაყრილით. თრიალეთის
უდიდესი გორასამარხების ქვაყრილის
დიამეტრია – 100მ, სიმაღლე – 8მ, დასაკრძალავი დარბაზის
შიგა ფართობი 150მ2 – ს აღწევდა,
კედლების სიმაღლე 5მ–ს. მისი დარბაზის
ხის სვეტები ფურცლოვანი
ოქროთი ყოფილა გარშემოკრული.
გარდაცვლილები ხშირად დასაკრძალავ
ოთხთვალა ეტლზე ესვენა.
ნივთებთან ერთად ატანდნენ
დაკლულ საქონელს, ჭურჭელს,
სამკაულებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს.
თრიალეთის კულტურა მტკვარ– არაქსის კულტურის
მემკვიდრეა. ხელოსნური ნაწარმის
თავისებირი ფორმით, მხატვრული
სტილით, დამზადების ტექნიკით,
დაკრძალვის წესითა და იდეოლოგიური მონაცემებით
თრიალეთის კულტურა ძირითადად
დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს.
საბა გელდიაშვილი